ფეხბურთი

23:12 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სენდეროსი "რეინჯერსში" ითამაშებს

შოტლანდიის პრემიერშიფში დაბრუნებულმა "რეინჯერსმა" ცენტრალური მცველი ფილიპ სენდეროსი დაიმატა. შვეიცარიელი ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

31 წლის ფეხბურთელი აქამდე ბევრ კლუბში თამაშობდა და ბოლოს "ასტონ ვილადან" 2016 წლის დასაწყისში შვეიცარიულ "გრასჰოფერსში" გადავიდა. სენდეროსს წარმატებული წლები ლონდონის "არსენალში" თამაშის დროს ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137636