ფეხბურთი

18:12 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რობი კინი ეროვნული ნაკრებიდან გააცილეს (+VIDEO)

ირლანდიის ნაკრების საუკეთესო ბამბარდირმა რობი კინმა ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. 36 წლის ფეხბურთელი ირლანდიელ ქომაგებს ომანთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა. დუბლინში გამართული თამაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს და ერთი გოლი კინმა მიითვალა.

“ამიერიდან ეროვნული ნაკრების თამაშს თვალს ვადევნებ როგორც გულშემატკივარი და ეს უცნაური გრძობაა. ირლანდიის ნაკრების ფანი ყოველთვის ვიყავი, უცნაური კი ის არის, რომ 19 წლის შემდეგ მხოლოდ თამაშის ყურებით უნდა შემოვიფარგლო და მასში მონაწილეობას ვერ მივიღებ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს, დარწმუნებული ვარ ეს თაობა ბევრს მიაღწევს” - აღნიშნა მატჩის შემდეგ კინმა, რომელიც ეროვნული ნაკრების ღირსებას 1998 წლიდან იცავდა და 146 მატჩში 68 გოლი გაიტანა. ჩატარებული მატჩებითაც და გოლების რაოდენობითაც ის ირლანდიის ნაკრების რეკორდსმენია.

ირლანდიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142308