ფეხბურთი

12:58 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა "რეიმსში" დარჩა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავა "რეიმსში" დარჩა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფრანგული კლუბი ქართველი ლეგიონერის გასაშვებად მზად იყო და შეთავაზებებსაც ელოდა, თუმცა დამაკმაყოფილებელი წინადადება ვერ მიიღო.

"რეიმსის" პრეზიდენტმა ჟან-პიერ კაილომ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ კანკავა გუნდში დარჩება და ბრძოლას გააგრძელებს:

"კლუბმა დამაკმაყოფილებელი შეთავაზება ფეხბურთელის სანაცვლოდ ვერ მიიღო, ჯაბა გუნდში დარჩება, ის პროფესიონალია და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს."

ქართველ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ჯერჯერობით მკურნალობის პროცესშია. იყო საუბარი, რომ "მალაგასთან" მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა ეს ვარიანტიც ჩაიშალა. შედეგად, კანკავას მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში მოუწევს თამაში. ნახევარმცველი "რეიმსში" გასულ წელს გადავიდა და პირველივე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა.

0.116169