პორტუგალიელი ფეხბურთელის, ლუიშ ნანის მეუღლე, დანიელა მარტინსი, ბოლო პერიოდში მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველზე პოპულარული ქალი გახდა. დანიელა სწორედ ისეთ ქალთა რიცხვში შედის, რომლებიც პოპულარობისათვის მთელი ძალ-ღონით იღწვიან და კიდეც აღწევენ საწადელს.
დანიელა მარტინსი ნანის გაცნობამდეც არ იყო გულხელდაკრეფილი და საკუთარი იმიჯის შესაქმნელად ყველა ღონეს ხმარობდა. მონაწილეობდა თამამ ფოტოგადაღებებში, იყო რამდენიმე ბულვარული ჟურნალის მთავარი სახე და არც სარეკლამო კლიპებში მონაწილეობაზე ამბობდა უარს.
რაც შეეხება პორტუგალიელ მობურთალს... პირად ურთიერთობებში ნანი თურმე ნამეტნავად მორიდებული და თავმდაბალი კაცი ყოფილა. ძალიან იშვიათად, რომ მას ჟურნალისტებმა საკუთარი ცხოვრების შესახებ რაიმე დააცდენინონ. როდესაც გვერდით დანიელასთანა ქალი გყავს, ლაპარაკი ხანდახან მართლაც ზედმეტია!







