ფეხბურთი

20:24 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგმა ამერიკას თურქეთი არჩია

ჰოლანდიელი ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი კარიერას “გალათასარაიში” განაგრძობს. როგორც თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

დე იონგი მიმდინარე წლის თებერვლიდან ამერიკული “ლოს ანჯელეს გელაქსის” შემადგენლობაში თამაშობდა და ამ გუნდის მაისურით 21 მატჩი ჩაატარა. გამოცდილ ფეხბურთელს მანამდე “აიაქსის”, “ჰამბურგის”, “მანჩესტერ სიტის” და “მილანის” ღირსება დაუცავს. ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 2004 წლიდან მოყოლებული დე იონგის აქტივში 81 მატჩი და ერთი გოლი ირიცხება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125245