ფეხბურთი

14:37 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარშავის “ლეგიამ” ყაზაიშვილი წარადგინა (+VIDEO)
ვაკო: "დვალიშვილმა "ლეგიას" შესახებ ბევრი რამ მითხრა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების და არნემის "ვიტესის" საკუთრებაში მყოფი შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის "ლეგიამ" ოფიციალურად წარადგინა. ქართველმა ლეგიონერმა კლუბის ვებგვერდისთვის მიცემულ პირველივე ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთში გადასვლამდე კონსულტაცია გაიარა ლადო დვალიშვილთან, რომელიც დედაქალაქურ გუნდში თამაშობდა.

"დიდი პატივია ისეთ კლუბში ითამაშო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის და დიდებული გუნდია. "ლეგიაში" ლადო დვალიშვილი თამაშობდა, მან კლუბის შესახებ ბევრი რამ მითხრა და აქ გადმოსვლით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, ასე რომ უნდა იბრძოლო." - განუცხადა "ლეგიას" ოფიციალურ ვებგვერდს ყაზაიშვილმა.

ვაკო ახალ გუნდში ცხრანომრიანი მაისურით ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა მიეცემა. ყაზაიშვილმა "ვიტესის" შემადგენლობაში სულ 121 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 28 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. იმ შემთხვევაში თუ ვაკო პოლონურ გუნდში თავს გამოიჩენს, "ლეგიამ" შესაძლოა იჯარის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი გამოისყიდოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113551