ჭადრაკი

14:01 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკეებს გზა დაულოცეს

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წარდგენა გაიმართა.

მოჭადრაკეებს გზა დაულოცეს და წარმატებული თამაში უსურვეს: ქართული ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა, საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულმა ნანა იოსელიანმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

ასევე, მიულოცეს ნინო ხომერიკს, რომელმაც ახლახან დასრულებულ 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდები 1 – 14 სექტემბრიდან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

თითოეული გუნდის შემადგენლობაში 4 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშეა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის – საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია. გუნდის მთავარი მწვრთნელი – ელიზბარ უბილავა გახლავთ, კაპიტანი კი – დავით ჯოჯუა.

ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა: ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ზურაბ სტურუაა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 4-ჯერ (1992, 1994, 1996, 2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998, 2000, 2010) – პრიზიორი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.07591