ფეხბურთი

13:10 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის აგენტი: “მარსელიდან კონტრაქტის გარეშე მივდივართ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი მარსელის "ოლიმპიკში" "გენკსა" და ფრანგულ კლუბს შორის შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ამიროვმა ფრანგულ გამოცემასთან განაცხადა.

"ინტერესი იყო. ჩვენ მარსელში ვიყავით, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და თორნიკეს ტრანსფერი არ შედგა. კლუბები და ფეხბურთელი ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ და ქალაქი დილით დავტოვეთ." - ციტირებს foot01 ამიროვის სიტყვებს.

30 აგვისტოს ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოქრიაშვილის ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. ცნობა ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქის გვერდმაც დაადასტურა, თუმცა შემდეგ ინფორმაცია წაშალა. ჯერჯერობით ოფიციალურად არ თქმულა კონკრეტულად რაზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები და რა გახდა ტრანსფერის ბოლომდე ვერმიყვანის მიზეზი.

0.120455