ფეხბურთი

17:08 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სასუოლო”-“პესკარას” მატჩის ანგარიში ორი დღის შემდეგ შეიცვალა

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში “სასუოლომ” “პესკარა” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა, მაგრამ დღეს, ლეგა კალჩოს სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნული შედეგი გააუქმა და მასპინძელ გუნდს ტექნიკური მარცხი, 0:3 ჩაუთვალა.

ამის მიზეზი კი, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდის ახალწვეული ანტონიო რაგუზა გახლავთ. როგორც ირკვევა, “სასუოლოს” რაგუზა 25-კაციან განაცხადში არ ჰყავდა შეყვანილი, მაგრამ “პესკარასთან” მატჩში 65-ე წუთიდან მოედანზე იმყოფებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, “სასუოლოს” 3 ქულა ჩამოეჭრა და ამდენივე დარჩა ორი ტურის შემდეგ, ხოლო “პესკარას” პირიქით – 4 ქულა გაუხდა.

0.155023