ფეხბურთი

13:55 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პალერმო” ორი ფეხბურთელით გაძლიერდა

იტალიის სერია A-ს ბინადარი “პალერმო” სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას გააქტიურდა და ერთბაშად ორი ფეხბურთელი შეიძინა. როგორც სიცილიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან “როზანეროს” ღირსებას ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველი ალესანდრო დიამანტი და ბრაზილიელი ბრუნო ენრიკე დაიცავენ.

33 წლის დიამანტიმ “პალერმოსთან” 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა (ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით), ხოლო 26 წლის ბრუნო ენრიკემ – 4 წლიანი.

ალესანდრო დიამანტი აქამდე ჩინური “გუანჯოუს” საკუთრებაში იმყოფებოდა, ხოლო გასული სეზონი იჯარით “უოტფორდსა” და “ატალანტაში” გაატარა. რაც შეეხება ენრიკეს, იგი “კორინთიანსში” თამაშობდა და საერთოდ, “პალერმო” მისთვის პირველი ევროპული გუნდია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114009