ფეხბურთი

13:27 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერარდი 3 კვირა იუქმებს

იტალიური “სასუოლოს” ლიდერი დომენიკო ბერარდი ტრავმირებულია. როგორც ირკვევა, 22 წლის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სერია A-ს მესამე ტურში, 10 სექტემბერს, ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს. არადა, ბერარდი კარგ ფორმაში იყო და “ნეროვერდის” წარმატებული სეზონის სტარტი დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა.

მიმდინარე სეზონში ბერარდის 6 ჩატარებულ მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. ტრავმა კი, “პესკარასთან” შეხვედრის მიწურულს მიიღო.

სხვათა შორის, დომენიკო ბერარდი იტალიური გრანდების წინააღმდეგ შედეგიანად ირჯება: “მილანის” კარში 8, “ფიორენტინასთან” 5, “ინტერთან” 2, ოთხი “ლაციოსთან”, ხოლო “რომასა” და “ნაპოლის” კარში თითო გოლი გაუტანია. “იუვენტუსი” ერთადერთი კლუბია, რომლის კარს მან გასაღები დღემდე ვერ მოარგო და მოცდა 2017 წლამდე მოუწევს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110404