ფეხბურთი

0:04 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" პაოკთან დამარცხდა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა და მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში მოუწევს ძალების მოსინჯვა. თესალონიკში პაოკთან თბილისურმა გუნდმა 0:2 წააგო, ორი მატჩის ჯამში კი 5 ბურთი გაუშვა და ერთიც ვერ გაიტანა.

ევროტურნირებზე "დინამომ" სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე "ალაშკერტთან" მატჩებში მოახერხა. სომხეთის ჩემპიონთან ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამო არენაზე" იურაი იარაბეკის შეგირდებმა 2:0 მოიგეს, სტუმრად კი ფრე 1:1 ითამაშეს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოსთან" სენსაცია არ მოხდა და ქართულმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში 0:3 წააგო, ევროპა ლიგის საგზური კი ბერძნულმა გუნდმა თბილისში მოიპოვა, როდესაც "დინამოს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103997