ფეხბურთი

18:01 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემმა“ „ნაპოლის“ კეინზე უარი უთხრა

იტალიური „ნაპოლი“ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენითაა დაინტერესებული.

Sky Sport Italia-ს ცნობით, იტალიელებმა უკვე მიმართეს ინგლისელებს ოფიციალური წინადადებით, თუმცა უარი მიიღეს.

მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი „იუვენტუსს“ მიჰყიდა, ნეაპოლელები ფორვარდის ძიებაში არიან. გასულ სეზონში კეინმა „ტოტენჰემის“ მაისურით ჩატარებულ 50 მატჩში 28 გოლი გაიტანა.

0.099934