ფეხბურთი

17:34 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელებს ყველაზე მეტს ინგლისური კლუბები უხდიან

საკლუბო ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ათეულს ჟოზე მოურინიო და ხოსეპ გვარდიოლა ლიდერობენ. The Sun-ის ცნობით, მანჩესტერული გუნდების თავკაცები წლიურად 17,6 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ. რეიტინგის სამეულში, პორტუგალიელი და ესპანელი სპეციალისტების შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტია, რომლის ანაზღაურება 10,56 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მაღალანაზღაურები 10 მწვრთნელიდან შვიდი ინგლისურ გუნდს უდგას სათავეში.

აქვე საკლუბო ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ათეული, რომელიც გამოცემა The Sun-მა შეადგინა:

1-2. ჟოზე მოურინიო (“მანჩესტერ იუნაიტედი”) - 17,6 მილიონი ევრო

1-2. ხოსეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტი”) - 17,6

3. კარლო ანჩელოტი (“ბაიერნი”) - 10,56

4. არსენ ვენგერი (“არსენალი”) - 9,97

5. იურგენ კლოპი (“ლივერპული) - 8,21

6. ანტონიო კონტე (“ჩელსი”) - 7,62

7. მაურისიო პოჩეტინო ("ტოტენჰემი") - 6,45

8. ზინედინ ზიდანი (“რეალი”) - 5,28

9. დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”) - 5,16

10. რაფაელ ბენიტესი (“ნიუკასლი”) - 4,5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101716