ფეხბურთი

0:19 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რობი კინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ირლანდიელმა ფეხბურთელმა რობი კინმა სანაკრებო დაასრულა. როგორც 36 წლის თავდამსხმელმა თავად განაცხადა, 31 აგვისტოს, იგი ომანის ნაკრების წინააღმდეგ ბოლოჯერ ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში.

“ირლანდიის ნაკრების მაისურის ჩაცმა, ეს იყო ბრწყინვალე და ნამდვილად საამაყო, რომელიც 18 წელი მეცვა. ბავშვობაში, როდესაც თამაშს დუბლინში ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ გზას გავივლიდი. ჩემს თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს, ხელმძღვანელობას, გულშემატკივრებს, ყველას დიდი მადლობა, ისინი ჩემი მეორე ოჯახის წევრები გახდნენ”, - თქვა რობი კინმა.

რობი კინმა ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში პირველად 1998 წელს ითამაშა და მას შემდგომ ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ამ დრომდე, “ლოს ანჟელეს გელექსის” შემტევმა ირლანდიელთა ღირსება 145 მატჩში დაიცვა და 67 გოლის გატანა შეძლო. სხვათა შორის, იგი რეკორდსმენია, როგორც ჩატარებული მატჩების, ისე გატანილი გოლების რაოდენობით ირლანდიის ნაკრების ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ რობი კინი შეი გივენის შემდეგ მეორე ცნობილი ირლანდიელი ფეხბურთელია, რომელმაც სანაკრებო კარიერა ბოლო პერიოდში დაასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117702