ფეხბურთი

18:43 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი - 18 სეზონი ზედიზედ ჩემპიონთა ლიგაზე

პორტუგალიური “პორტოს” 35 წლის ესპანელი მეკარე იკერ კასილასი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეთვრამეტე სეზონს ჩაატარებს. “პორტომ” ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში იტალიური “რომა” ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ 18-ჯერ გასვლით რაიან გიგზის შედეგი გაიმეორა, რომელმაც “მანჩეტერის” მაისურით ასევე თვრამეტჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

კასილასი 16-ჯერ “რეალის” მაისურით გავიდა ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო ორჯერ “პორტოს” შემადგენლობაში.

0.117545