ფეხბურთი

17:10 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო “რეალში” დაბრუნდა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მრჩეველი გახდა. ამავდროულად, “სამეფო კლუბის” ყოფილი ფორვარდი მადრიდელთა ელჩის ფუნქციასაც შეასრულებს.

როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რონალდოსა და პერესს შორის მოლაპარაკების პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ.

რონალდო “რეალის” ღირსებას 2002-2007 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 177 მატჩში 104 გოლი გაიტანა. მადრიდელებთან ერთად ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, თითოჯერ საკონტინენტთაშორისო თასი და ესპანეთის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103811