კალათბურთი

22:32 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოგდანოვიჩი ოლიმპიადის საუკეთესო მექულე გახდა

ხორვატიის საკალათბურთო ნაკრების მცველი ბოიან ბოგდანოვიჩი რიოს ოლიმპიადის ვაჟთა ტურნირის საუკეთესო მექულე გახდა. “ბრუკლინ ნეთსის” წევრი ექვს მატჩში საშუალოდ 25.3 ქულას (თამაშიდან – 50.6%, სამქულიანები – 45%) აგროვებდა.

ბოგდანოვიჩის შემდეგ, შედეგიანობით ავსტრალიელი პატრიკ მილსი (საშუალოდ 21.3 ქულა), ჩინელი ი ცზიანლიანი (20.4), ესპანელი პაუ გასოლი (19.5) და ამერიკელი კევინ დიურანტი (19.4) გამოირჩნენ.

0.112401