ჭადრაკი

23:15 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძე 29-ეა, ჭოლაძე – 43-ე

ინდოეთის ქალაქ ბუბანეშვარში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული (20-წლამდე) ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც 2 ქართველი ირაკლი ბერაძე (2440) და მარიამ ჭოლაძე (2077) თამაშობდა.

ბერაძემ ვაჟთა ტურნირის 13 ტურში 7.0 ქულის მოგროვება შესძლო და ოცდამერვე-ოცდამეჩვიდმეტე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი 29-ე იყო.

უფრო სუსტად გამოვიდა ჭოლაძე, რომელმაც გოგონებში მხოლოდ 5.5 ქულა მიითვალა და 43-ე პოზიცია ერგო.

ბიჭებში ჩემპიონობა ამერიკელმა ჯეფრი ქსიონგმა (2633) მოიპოვა, გოგონებში კი 9.5 ქულით ყაზახმა დინარა სადუაკასოვამ (2423) იმარჯვა.

0.112101