ფეხბურთი

21:32 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

უოლსონი კვლავ მოგზაურობს

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი და "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ჯეიმს უილსონი მომდევნო ერთ სეზონს იჯარის წესით ჩემპიონშიფის გუნდ "დერბიში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ახალგაზრდა თავდამსხმელი გასულ სეზონში "ბრაიტონში" იყო განათხოვრებული ჩემპიონშიფში 25 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ახალგაზრდულ ნაკრებში 20 წლის ფეხბურთელმა ერთი მატჩი ჩაატარა და თავიც ერთხელ გამოიჩინა.

0.113528