სხვა

1:33 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჟავა ფინალს მიღმა დარჩა

რიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მხატვრულ ტანვარჯიშში მონაწილე სპორტსმენები ჩაებნენ და სამწუხაროდ, ქართველმა სალომე ფაჟავამ ფინალის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა.

შეჯიბრში 26 მონაწილე ჩაერთო, რომელთაგან კვალიფიკაციის შემდეგ, ბრძოლა საუკეთესო ათეულს უნდა გაეგრძელებინა.

სალომემ კარგად დაიწყო და პირველი დისციპლინის შემდეგ მე-6 ადგილზე იყო, მაგრამ შემდეგ სუსტად იასპარეზა და ჯამური 69.115 ქულით (17.233, 17.783, 17.433, 16.666) მრავალჭიდში მხოლოდ მე-14 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117423