ჭიდაობა

0:39 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია (+VIDEO)

საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ვლადმიერ ხინჩეგაშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. 25 წლის გორელმა ფალავანმა 57 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.

ოთხი წელიწადი იცდიდა ლადო სასურველი მედლის მოსაპოვებლად. ლონდონის ოლიმპიადაზე ხინჩეგაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა. 25 წლის ასაკში ლადო უკვე ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატების და ოლიმპიადის გამარჯვებულია.

ხინჩეგაშვილმა ქართულ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი შემატა და ამჟამად საქართველო საერთო რეიტინგში 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით ჯერჯერობით 30-ე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119439