ჭიდაობა

19:28 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორედ: ხინჩეგაშვილი ოლიმპიადის ფინალშია! (+VIDEO)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადის ფინალში გავიდა. 57 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში 25 წლის ქართველმა ბულგარელი ვლადიმირ დუბოვი 8:4 დაამარცხა, არა და საწყის წუთებში გორელი ფალავანი 0:4 აგებდა.

ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ხინჩეგაშვილი ფინალში 20 წლის იაპონელ რეი ჰიგუჩის დაუპირისპირდება. ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელმა ირანელი ჰასან რაჰიმი 10:5 დაამარცხა. რიოს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით ფინალური ეტაპის მატჩები თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116473