ფეხბურთი

19:04 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: “ძალიან ბედნიერი ვარ დიდ გუნდში გადასვლით” (+VIDEO)

როგორც იქნა, დასრულდა გიორგი აბურჯანიას სატრანსფერო საგა და 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ამიერიდან “სევილიას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. ქართველმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თუმცა, გიორგი მიმდინარე სეზონში “სევილიას” მეორე გუნდში ითამაშებს, რომელიც სეგუნდადვიზიონის ბინადარია. აღსანიშნავია, რომ აბურჯანია სევილიელთა მთავარი გუნდის სამწვრთნელო შტაბის მუდმივი ყურადღების ქვეშ იქნება და თავის გამოჩენის შემთხვევაში პირველ გუნდსაც შეუერთდება.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ გუნდს შევუერთდი. მე აქ ვაპირებ შრომას და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის”, - დაწერა სოციალურ ქსელში აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, აბურჯანიას “სევილიაში” გადასვლა დაახლოებით სამი კვირის წინ გადაწყდა, მაგრამ დღემდე ოფიციალური კონტრაქტის გაფორმება ვერ ხერხდებოდა, რადგან სამუშაო ვიზის გაცემას ქართველი სტამბულში ელოდებოდა.

გიორგი აბურჯანია მიმდინარე წლის იანვარში ტარაგონას “ხიმნასტიკში” ჩაირიცხა, რომლის რიგებშიც 16 მატჩში თავი 2 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. მანამდე კი მას უცხოეთში ფამაგუსტას “ანორთოსისში” უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123479