ჭიდაობა

17:27 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილის წარმატებული სტარტი

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლებისთვის ბრძოლაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე პირველი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გავიდა - მერვედფინალში ყაზახ ნურისლან სანაიევს დაუპირისპირდა, 4:3 აჯობა და მეოთხედფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილის მეტოქე აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი იქნება.

დღესვე, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში იაკობ მაქარაშვილი იჭიდავებს. მერვედფინალში ქართველი ბულგარელ გეორგი ივანოვს დაუპირისპირდება.

0.117099