კალათბურთი

11:57 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი: “ამერიკა შინ ოქროს მედლების გარეშე არ დაბრუნდება”

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კარმელო ენტონის განაცხადა, რომ ნაკრები სამშობლოში ოქროს მედლის გარეშე არ დაბრუნდება.

“ნახევარფინალში ვართ, ოქროს მედალთან ძალიან ახლოს. ჯგუფური ეტაპი სხვა იყო, ახლა მაქსიმალურად ფოკუსირებულები ვიქნებით დარჩენილ ორ თამაშზე. ჩვენ სამშობლოში ოქროს მედლების გარეშე არ დავბრუნდებით”- განაცხადა კარმელო ენტონიმ.

“დრიმ თიმი” ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება, მატჩი 19 აგვისტოს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

0.10186