ფეხბურთი

11:00 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო (VIDEO)

კატალონიურმა “ბარსელონამ” ახალი სეზონის სტარტზე პირველი ტიტული მოიპოვა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა ესპანეთის სუპერთასის ორრაუნდიან დაპირისპირებაში “სევილიას” წინააღმდეგობა იოლად დაძლიეს - სტუმრად 2:0 მოგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხეს მეტოქე და ამ ჯილდოს ისტორიაში მეთორმეტედ დაეუფლნენ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

“კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში ორი გოლი არდა თურანმა მიითვალა, ერთიც ლიონელ მესიმ (მატჩის სტატისტიკა).

Loading...
სტატისტიკა
0.231795