ფეხბურთი

13:49 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: “სტიაუასთვის” 8-9 გოლი უნდა გაგვეტანა”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელი ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბუქარესტის “სტიაუა” შინ მანჩესტერ “სიტისთან” 0:5 განადგურდა. მატჩის შემდეგ ინგლისელთა ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა მცირე კომენტარი გააკეთა.

“კარგი თამაში გამოგვივიდა. 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო. აგუერომ სამი გოლი გაიტანა და სამწუხაროდ ორი პენალტი გააცუდა. ჩვენ შემდეგი თამაშისთვის კომფორტული უპირატესობა მივიღეთ, ფაქტობრივად ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული გვაქვს”- განაცხადა დე ბრუინმა.

აღნიშნულ შეხვედრაში აგუერომ, ორი გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, ჰეთ თრიქი მიითვალა, თითო გოლი კი სილვას და ნოლიტოს ანგარიშზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111059