ფეხბურთი

14:28 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაძა “მგელი” ხდება

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი სიმონე ძაძა ახლოსაა გერმანულ “ვოლფსბურგში” გადასვლასთან. როგორც Sky sport-ი იუწყება, მხარეები უკვე ყოველ დეტალზე შეთანმხდნენ და 25 წლის მოთამაშე “ვოლკსვაგენ არენაზე” გადაბარგდება. “იუვენტუსი” აღნიშნული გარიგებით 23 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც შემდგომ ბონუსად 2 მილიონიც დაემატება.

გავრცელებული ინფორმაციით, ძაძა უკვე გერმანიაში იმყოფება და სულ მალე ტრანსფერი ოფიციალურადაც დადასტურდება. ამასთან, სიმონე “იუვეს” ბოლო ამხანაგურ მატჩში “ესპანიოლთან” განაცხადშიც არ ყოფილა.

სიმონე ძაძა “იუვენტუსში” ერთი წლის წინ “სასუოლოდან” გადავიდა, მაგრამ ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მან გასულ სეზონში ჯამში 24 მატჩი ითამაშა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111307