ფეხბურთი

13:10 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი გერმანიის ნაკრებში აღარ ითამაშებს

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლუკას პოდოლსკიმ, რომელიც პოლონური ფესვების მქონე გახლავთ, სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 31 წლის თავდამსხმელმა საზოგადოებას საკუთარი ტვიტერის გვერდიდან ამცნო.

“მადლობა ყველას – 12 წელი, 129 თამაში. ეს იყო საოცრება, ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი, დამეცვა გერმანიის ნაკრების ღირსება”, - დაწერა “პოლდიმ”.

ლუკას პოდოლსკის “ბუნდესნაკრებში” დებიუტი 2004 წელს ჰქონდა და მასშემდგომ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 129 შეხვედრაში 48 გოლის გატანა შეძლო. მან 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო, 2006 წელს ასევე მუნდიალზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ისევე როგორც 2010 წელს. 2008 წელს კი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი გახდა.

აღსანიშნავია, რომ პოდოლსკი ბოლო პერიოდში ბასტიან შვაინშტაიგერის მერე მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133101