ჭიდაობა

18:37 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაია 1/4-ფინალშია (+VIDEO)

საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა იაკობ ქაჯაიამ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და 1/4-ფინალში გავიდა.

130 კილოგრამ წონით კატეგორაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა, პირველ ეტაპზე ბრაზილიის წარმომადგენლის, ედუარდ სოგომონიანის დამარცხების შემდეგ, უკრაინელი ალეკსანდრ ჩერნეცკის წინააღმდეგობაც დაძლია. მართალია, ქაჯაია ქულით მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ სუფთა გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხედფინალში ქაჯაიას მეტოქე რუსი სერგეი სემიონოვი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114901