14-გზის დიდი სლემის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა და მისმა თანამემამულემ მარკ ლოპესმა რიოს საჩოგბურთო ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში ოქროს მელდები მოიპოვეს. ესპანური წყვილი ფინალში რუმინელებს ფლორიან მერგეა-ჰორია ტეკაუს წყვილს 6:2, 3:6, 6:4 აჯობეს.
მესამე ადგილი ჯონსონი-სოკის ამერიკულმა წყვილმა დაიკვა, რომელებმაც კანადელები პოსპიშილი-ნესტორი იოლად 6:2, 6:4 დაამარცხეს.
რაფასთვის ოლიმპიადებზე მეორე ოქროს მედალია, ესპანელმა პირველად 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ერთეულთა თანრიგში ოქრო მოიპოვა.







