ფეხბურთი

23:50 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო”-პაოკი-ს ბილეთები 14 აგვისტოდან გაიყიდება

18 აგვისტოს 20.00 საათზე “დინამო არენაზე” უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი გაიმართება. თბილისის “დინამო” საბერძნეთის პაოკ-ს უმასპინძლებს.

შეხვედრის ბილეთები “დინამო არენას” სალაროებში 14 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, ხუთშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს.

ბილეთის ფასი: 5 და 10 ლარია, სქაი ბოქსის ბილეთები კი 25 ლარი ღირს.

გულშემატკივარს ასევე ბილეთის ელქტრო ვერსიის ყიდვა შეეძლება: https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&ei=X315

0.11492