ფეხბურთი

22:42 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა – მე-2 ტური

13-14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-2 ტურის მატჩები გაიმართება. შაბათს ერთმანეთს თეთრი ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდებიან, კვირას კი – წითელის.

ტურის ცენტრალური შეხვედრა სამტრედიაში გაიმართება. „ეროსი მანჯგალაძეზე“ ადგილობრივი გუნდი ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს. პირველ ტურში იმერლებმა სტუმრად ფრედ ითამაშეს, ბოლნისელებმა კი, საკუთარ მოედანზე წააგეს.

საინტერესო შეხვედრა გაიმართება თბილისში. „მიხეილ მესხზე“ ერთმანეთს „ლოკომოტივი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში თბილისელები ისვენებდნენ, ქუთაისელებმა კი, საკუთარ მოედანზე „შუქურა“ მიიღეს და უგოლო ფრით გაეყარნენ მეტოქეს.

გასულ ტურში დაისვენა გორის „დილამაც“. გორელებისთვის ეროვნული ჩემპიონატი ხვალ დაიწყება და ისინი საკუთარ მოედანზე „ზუგდიდს“ მიიღებენ. ოთარ გაბელიას შეგირდებისთვის ჩემპიონატის სტარტი წარუმატებელი გამოდგა, მათ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

ლოკომოტივი – ტორპედო

თბილისი, "მიხეილ მესხი", 17:30

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, ა. ნონიკაშვილი (სათადარიგო)

შუქურა – ჩიხურა

ქობულეთი, "ჩელე არენა", 17:30

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ბერულავა, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

დინამო თბ – გურია

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 20:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ს. სპიცინი, ი. კაკაბაძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: პეტერსონ კაბორე (გურია)

სამტრედია – სიონი

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 17:30

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, ზ. ფიფია, ა. კოკაია, დ. სანოძე (1 დამ.ასისტენტი), გ. ავაზაშვილი (2 დამ.სისტენტი), გ. ვარდიძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დავით ხურცილავა (სიონი)

დილა – ზუგდიდი

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 17:30

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, გ. ელიკაშვილი, ი. მაჩიტიძე, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლევან წურწუმია (ზუგდიდი)

კოლხეთი ფ – დინამო ბთ

ფოთი, "პარკი არენა", 17:30

მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგიძე, პ. მაჭარაძე (სათადარიგო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11809