სხვა

16:36 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ სოფელში რუსეთის დროშები ჩამოგლიჯეს

რიო დე ჟანეიროში ოლიმპიურ სოფელში მდებარე ერთ ერთ სასტუმროში რუსეთის დროშები ჩამოგლიჯეს. ამის შესახებ რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრმა, სინქრონულ ცურვაში ლონდონის ოლიმპიადის ოქროსმედალოსანმა ალექსანდრა პაცკევიჩმა kp.ru-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩვენი სასტუმროს მე-16 სართულზე, სადაც მხოლოდ რუსეთის დელეგაციაა განთავსებული, დროშები ჩამოვკიდეთ, გუშინ დილით კი ჩამოგლეჯილი და ძირს დაყრილი დაგვხვდა. რა თქმა უნდა, დროშები ისევ თავის ადგილზე დავაბრუნეთ, თუმცა საღამოს, როცა ვარჯიშიდან დავბრუნდით, ვერსად ვიპოვეთ” - ამბობს პაცკევიჩი, რომელიც ზოგადად რუსი სპორტსმენების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაზეც საუბრობს:

“ჩემი კარიერის განმავლობაში ასეთი რამ არასდროს მინახავს. რუს სპორტსმენებს რიოში საშინლად ექცევიან, უსტვენენ, დემონსტრაციულად ცდილობენ არ მიულოცონ გამარჯვება და ხელი არ ჩამოართვან”.

0.117481