ჭადრაკი

14:27 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ 2 გამარჯვება

მოსკოვში მიმდინარე მიხეილ ბოტვინიკის თასის გათამაშების მე-4 და მე-5 ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა მოგებები მიითვალეს და სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაწინაურდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დედაქალაქში საქართველოს ღირსებას ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა, შოთა ხოდაშნელი, ანასტასია სიდამონიძე და გუნდის კაპიტანი, საერთაშორისო დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე იცავენ.

მე-4 ტურში ქართველებმა ტაჯიკეთს 7:1 სძლიეს, შემდეგ კი, უზბეკეთს 5:3 მოუგეს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს.

ტურნირის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, მე-6 ტურში კი ქართველი მოჭადრაკეები სომხეთს გაეჯიბრებიან, რომელიც მე-2 ადგილზეა, ხოლო ლიდერი ბელარუსი გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144972