ჩოგბურთი

23:38 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარეი მეოთხედფინალში ითამაშებს

ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი რიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა. საინტერესოა, რომ იტალიელ ფაბიო ფონინისთან მატჩის ბოლო სეტში ენდი 0:3 ჩამორჩა, თუმცა, მობილიზება მოახერხა და აპენინელს ზედიზედ 6 გეიმი მოიგო.

საბოლოოდ, მატჩში, რომელიც ორ საათსა და შვიდ წუთს გაგრძელდა, მარეიმ 6:1, 2:6, 6:3 იმარჯვა. ბრიტანელმა 2 ეისი მოაწოდა, 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეტოქის მოწოდების მოგება კი 6-ჯერ მოახერხა.

უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში მარეი ამერიკელ სტივ ჯონსონს შეხვდება. სხვა მეოთხედფინალებში არგენტინელი დელ პოტრო ესპანელ ბაუტისტა-აგუტს გაეჯიბრება, ესპანელი ნადალი – ბრაზილიელ ბელუჩის, იაპონელი ნიშიკორი კი - ფრანგ მონფილსს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112064