ძიუდო

23:05 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილმა უმედლოდ დაასრულა

20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (100 კგ.) 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.

მას შემდეგ, რაც ღვინიაშვილი მეოთხედფინალში ფრანგ სირილ მარესთან დამარცხდა, რეპეშაჟში გადაერთო, თუმცა, იქ უკვე იაპონელ რიუნოსუკე ჰაგას ვერ გაუმკლავდა.

ბრძოლის ბედი ერთადერთმა შიდომ გადაწყვიტა, ბექას კი ბოლოსკენ დაღილობა დაეტყო და სიტუაციის გამოწორება ვეღარ მოახერხა.

ამგვარად, ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირზე გამოსასვლელი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი დარჩა. 12 აგვისტოს მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილი პირველი წრიდან ჩაერთვება და მყის იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან დაპირისპირება ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119845