ძიუდო

17:32 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიო 2016: ბექა ღვიანიაშვილმა ჩვეულ სტილში დაიწყო (VIDEO)

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული სტარტი აიღო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა. 20 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც 100 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, პირველი შეხვედრა ბრიტანელ ბენჟამენ ფლეტჩერთან გამართა და მეტოქე ორწუთნახევარში დაამარცხა.

ბექამ ოლიმპიადაზე მისთვის სადებიუტო გამოსვლა ჩვეულ აგრესიულ სტილში დაიწყო, ბრიტანელს საწყისი წამებიდანვე აქტიურად შეუტია - ვაზარს შებოჭვაც მოაყოლა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს დაუპირისპირდება.

0.150348