ძიუდო

2:35 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი: "ეს არაა ის, რისთვისაც ამდენი ვიწვალე”

ქართველი ჟურნალისტები მიქს ზონაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ.) პირველი კომენტარის ჩასაწერად ფინალის დასრულებისთანავე ჩავედით. ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ტირილს ვერ იკავებდა და ინტერვიუზეც არავის დათანხმდა. დოპინგ კონტროლის გავლის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში, ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის დახმარებით, მცირე შეფასებაზე მაინც დავიყოლიეთ.

"ძალიან მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ყველაფერი ჩავდე. ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ვხედავდი რა დღეში იყო ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინდელი წარუმატებლობის შემდეგ და კიდევ უფრო მეტად მინდოდა ჩემი გამარჯვებით მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. მინდა ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატება ვუსურვო” – უთხრა "მსოფლიო სპორტს” ვარლამ ლიპარტელიანმა.

კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ხმა აუკანკალდა, ცრემლები ვეღარ შეიკავა და ზედმეტად ჩვენც აღარ შევაწუხეთ.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.193651