სხვა

0:07 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაჭავარიანს ფინალამდე 4 ქულა დააკლდა

სამწუხაროდ, ფინალში გასვლა ვერ მოახერხა 19 წლის ტყვიის მსროლელმა ცოტნე მაჭავარიანმა. მან ოლიმპიურ თამაშებზე 50 მეტრზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მე-15 შედეგი აჩვენა, ფინალში კი 8 საუკეთესო გადიოდა.

აღნიშნული შედეგი ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენს აქტივში უნდა ჩავუთვალოთ, რადგანაც ცოტნე 50-მეტრიან დისტანციაზე სასროლად 25-მეტრიან (!) ტირში ემზადებოდა.

ცნობისთვის, მაჭავარიანმა ყველაზე უკეთ მე-3 სერიაში ისროლა, როდესაც 95 ქულა მოაგროვა, სხვა სერიებში კი 92, 91, 91, 93 დ 90 ჰქონდა. შედეგად, ცოტნეს 552 ქულა მოუგროვდა და ფინალში გასვლამდე მხოლოდ 4 ქულა დააკლდა.

0.113214