სხვა

21:09 | 10.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

აფეთქება საქართველოს სპორტის მინისტრის სასტუმროსთან

რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე მდებარე სასტუმრო Windsor excelsior-თან წუხელ აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მათ საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს, რომელიც სასტუმროს სიახლოვეს რამდენიმე საათი იდო. სამართალდამცავებმა საქმეში გამნაღმველები ჩართეს, რომლებმაც უსაფრთხოების მიზნით, მცირე აფეთქება მოახდინეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი.

სასტუმრო Windsor excelsior-ში ძირითადად ოლიმპიური თამაშების საპატიო სტუმრები ცხოვრობენ. მათ შორის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე. აფეთქების მომენტში ისინი სასტუმროში არ იმყოფებოდნენ.

"სასტუმროში ვბრუნდებოდით. როდესაც შევიტყვეთ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა გააუვნებელყო საეჭვო ჩანთა. არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილიდან ორასიოდე მეტრში ხალხი ჩვეულებრივად მოძრაოობდა. ამჟამად კი მთელ ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

თეგებირიო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113044