ჭადრაკი

18:07 | 10.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ბოტვინიკის ტურნირზე

რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი 8-დან 16 აგვისტომდე მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბოტვინიკის თასის გათამაშებას მასპინძლობს. ასპარეზობა წრიული სისტემით 10 ქვეყნის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, რუსეთი, მოლდოვა, საქართველო, უზბეკეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი) 11 ახალგაზრდულ ნაკრებს შორის იმართება. თითოეული გუნდის შემადგენლობაში 4 ჭაბუკი და კაპიტანი-დიდოსტატია.

ტურნირზე საქართველოს ღირსებას ტურნირზე იცავენ: ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა, შოთა ხოდაშნელი და ანასტასია სიდამონიძე. გუნდის კაპიტანი საერთაშორისო დიდოსტატი ლუკა პაიჭაძეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდის ყველა წევრი თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეა.

პირველ ტურში საქართველო ბელარუსს დაუპირისპირდა და 3.5:4.5 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117431