ძიუდო

23:51 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი ბრინჯაოსთვის ნაგასეს დაუპირისპირდება

ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ.) 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალური შეხვედრა წააგო და ბრძოლას ბრინჯაოს მედლის მოპოვებისთვის გააგრძელებს.

ჭრიკიშვილი ნახევარფინალში გამარჯვებასთან ახლოს იყო. შერკინების დასრულებამდე 50 წამით ადრე, ის ამერიკელ ტრევის სტივენსს 1 შიდოთი სჯაბნიდა, თუმცა, გაუმართლებელი შეტევა წამოიწყო, პარტერში კი მეტოქემ მტკივნეული ილეთზე დაიჭირა და ავთოსაც დანებება მოუხდა.

ამით, ჭრიკიშვილმა საქმე ძალიან გაირთულა, რადგანაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც ძლიერი მეტოქე ელის. ქართველი ძიუდოისტი იაპონელ ტაკანორი ნაგასეს გაეჯიბრება. არადა, ეს ბრძოლა ფინალში ივარაუდებოდა.

რაც შეეხება გადამწყვეტ შერკინებას, აქ სტივენსი რუს ხასან ხალმურზაევს გაეჯიბრება, რომელმაც არაბეთის გაერთიანებული ემირატების წარმომადგენელ მოლდოველ სერგიუ ტომას დამატებით დროში იპონით სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11984