სხვა

22:53 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძე ფინალს მიღმა დარჩა

47 წლის ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომელიც რიოში მე-8 (!) ოლიმპიადაზე ასპარეზობდა, ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა.

შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე 25 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის ნახევარფინალურ ეტაპზე მე-3 შედეგით გავიდა. აი, იქ კი, 8 სპორტსმენს შორის მე-6 ადგილი დაიკავა, არადა, ფინალში 4 საუკეთესო ხვდებოდა.

ნახევარფინალში, სადაც სპორტსმებს ხუთ ეტაპად ხუთ-ხუთი გასროლა ჰქონდათ, ნინოს შედეგი 14 ქულა (2, 4, 1, 3, 4) გახლდათ და მან მხოლოდ ჩრდილოკორეელ იონგ სუკ იოს (12) და ბულგარელ ანტოანეტა ბონევას (11) აჯობა.

მე-5 რუსი ეკატერინე კორშუნოვა (16) იყო, ფინალში კი ბერძენი ანა კორაკაკი (19), გერმანელი მონიკა კარში (18), ჩინელი ჯინგჯინგ ჟანგი (17) და შვეიცარიელი ჰეიდი დიეტემ გერბერი (17) გავიდნენ.

საბოლოოდ, ამ დისციპლინაში მე-3 ადგილი გერბერს ერგო, რომელმაც ჟანგი 8:4 დაამარცხა, ჩემპიონი კი კორაკაკი გახდა. მან ფინალში კარშს 8:6 სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061554