ძიუდო

20:00 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი ნახევარფინალშია! (VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალური ეტაპი დაძლია და ოლიმპიურ მედალს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალეშისა და სალვადორელი ხუან დიეგო ტურსიოსის ძლევის შემდეგ მეოთხედფინალში იტალიელ მატეო მარკონჩინის აჯობა და ფინალში გასასვლელად ამერიკელ ტრევის სტივენსს შეხვდება.


ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 22:30 საათიდან დაიწყება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113293