ჭადრაკი

22:05 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძე ლიდერთა შორისაა

ინდოეთის ქალაქ ბუბანეშვარში სტარტი აიღო მსოფლიოს პირველობამ 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც ქართველთაგან ირაკლი ბერაძე (2440) და მარიამ ჭოლაძე (2077) ასპრეზობენ.

ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართება. ჭაბუკთა შორის ტურნირში მსოფლიოს 83 უძლიერესი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, ხოლო გოგონათა შორის 59 მონაწილეა.

ბერაძემ პირველ ტურში თეთრი ფიგურებით ჩინელ ჰუიფენგ ფანს (2223) სძლია, მეორეში კი შავებით ინდოელ რანიან საჰოო უტკალს (2266) აჯობა. შედეგად, ირაკლი ლიდერთა ჯგუფში იმყოფება, დამატებითი მაჩვენებლებით კი მერვეა.

მე-3 ტურში, რომელიც 10 აგვისტოს შედგება, ბერაძე თეთრებით ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ - ამერიკელ ჯეფრი ქსიონგს (2633) ეთამაშება.

გოგონებში ჭოლაძე საწყის პარტიაში თეთრებით რუს ანა სტიაჟკინთან (2315) წააგო, დღეს კი შავი ფიგურებით ასევე ინდოელ ლაკშმი დივიასთან დამარცხდა. ხვალ მარიამი ფრანგ ემილი მინოს (1721) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114446