ფეხბურთი

17:08 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" და ზარანდია - ისევ ერთად

ლუკა ზარანდიას თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადაწყდა, დღეს კი ოფიციალურად გახდა თბილისური კლუბის ფეხბურთელი და 70-ნომრიანი მაისურაც გადასცეს.

ზარანდია ორი წლის წინ სწორედ "ლოკომოტივიდან" გაიყიდა ბელგიურ "გენკში", სადაც კარიერა ვერ აიწყო, ტრავმებიც აწუხებდა და ახლა ისევ "ლოკოშია". ზარანდია 20 წლის გარემარბია, უდავოდ ნიჭიერია და იმედია, ფორმას დაიბრუნებს. შეგახსენებთ, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში.

0.110845