ძიუდო

0:23 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

არის პირველი მედალი!
შავდათუაშვილმა ოლიმპიადის ოქროს ბრინჯაო წაამატა

ლაშა შავდათუაშვილი ორგზის ოლიმპიური პრიზიორია. ქართველმა ძიუდოისტმა 2012 წელს ლონდონში ოქრო არავის დაუთმო, რამდენიმე წუთის წინ კი, რიოში, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შავდათუაშვილი მე-3 ადგილისთვის ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის დაუპირისპირდა და მეტოქე, რომელიც მანამდე ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან დამარცხდა, იპონზე დასცა. ისიც სათქმელია, რომ იმ დროისთვის მუკის პასივში 2 შიდოც ჰქონდა, მოკლედ, ლაშას გამარჯვება სრულიად ლოგიკური იყო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა რიოს ტატამზე ჩატარებულ საწყის შეხვედრებში კუბელი მაგდიელ ესტრადა და შრი ლანკელ ჩამარა რეპიალაჯე ასევე წმინდად დაამარცხა, მეოთხედფინალში კი თავად წააგო უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ იაპონელ შოჰეი ონოსთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120862