ძიუდო

23:00 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილს ბრინჯაომდე 1 ნაბიჯი აშორებს

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს და შესაძლოა, პირველი ქართველი სპორტსმენი გახდეს, რომელიც რიოში კვარცხლბეკზე შედგება.

შავდათუშვილმა რეპეშაჟის პირველ რაუნდში რუსი დენის იარცევის წმინდად დამარცხება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ლაშა იუკოთი ჩამორჩებოდა, თუმცა, დასკვნით 30 წამში რუსი ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი იპონიც მიაყოლა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს და ებრაელ საგი მუკის შორის დამარცხებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11915